Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა უარი თქვა ლონდონში ჩასვლაზე


ტერეზა მეის და დონალდ ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია თეთრ სახლში. 2017 წლის 27 იანვარი
ტერეზა მეის და დონალდ ტრამპის ერთობლივი პრესკონფერენცია თეთრ სახლში. 2017 წლის 27 იანვარი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გააუქმა ვიზიტი ლონდონში, სადაც თებერვალში უნდა გაეხსნა აშშ-ის საელჩოს ახალი შენობა. დონალდ ტრამპმა მიზეზად ის დაასახელა, რომ არ ეთანხმება პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, საელჩოს შენობის გადატანის შესახებ. 12 იანვარს, პრეზიდენტმა ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ობამას ადმინისტრაციამ კაპიკებად გაყიდა ლონდონში, კარგ ადგილას მდებარე შენობა იმისათვის, რომ 1,2 მილიარდ დოლარად გარეუბანში ახალი აეშენებინა. ბიბისის ინფორმაციით, ლონდონში აშშ-ის საელჩოს ახალ შენობას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ნაცვლად გახსნის სახელმწიფო მდივანი, რექს ტილერსონი. დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით, ბიბისი იმასაც იუწყება, რომ ამ დრომდე შეუთანხმებელია ლონდონში აშშ-ის პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტის თარიღიც. დონალდ ტრამპი დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტით მიიწვია პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ, რომელიც ვაშინგტონს 2017 წლის იანვარში სტუმრობდა.

XS
SM
MD
LG