Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსეთის ექვსი სპორტსმენის სარჩელი


შვეიცარიის ფედერალურმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა რუსეთის ექვსი სპორტსმენის სარჩელი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიმართ. სარჩელი მოითხოვდა გაუქმებულიყო კომიტეტის უარი მათ მიწვევაზე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობისთვის. სარჩელი შეიტანეს ბიათლონისტებმა ალექსანდრ ლოგინოვმა და ირინა სტარიხმა, მოციგურავეებმა დენის იუსკოვმა და პაველ კულიჟნიკოვმა, თხილამურებით ტრამპლინიდან მხტომელმა დმიტრი ვასილიევმა და შორტტრეკისტმა ტატიანა ბერეგულინამ. ამ ექვს სპორტსმენს ადრე დაუმტკიცდა მათი სპორტული კარიერის განმავლობაში დოპინგის გამოყენება. მაგრამ ამჟამად მათი დისკვალიფიკაციის ვადები ამოიწურა.

XS
SM
MD
LG