Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზამთრის ოლიმპიადის გახსნას დაესწრება ჩრდილოეთ კორეის ლიდერის უმცროსი და


ჩრდილოეთ კორეელი გულშემატკივრები. სამხრეთ კორეა, პიონჩანი, 2018 წლის 7 თებერვალი
ჩრდილოეთ კორეელი გულშემატკივრები. სამხრეთ კორეა, პიონჩანი, 2018 წლის 7 თებერვალი

სამხრეთ კორეაში ჩავიდა ორასზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი გულშემატკივარი ქალი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაში. ფხენიანმა ახალგაზრდა გულშემატკივრები მკაცრი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია. სამხრეთ კორეის გაერთიანების საქმეთა სამინისტრომ 7 თებერვალს განაცხადა, რომ ზამთრის ოლიმპიადის დედაქალაქს, პიონჩანს ეწვევა ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის უმცროსი და, კიმ იონ ინი, რომელიც ფხენიანის დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დაესწრება ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას. 30 წლის კიმ იონ ინი ჩრდილოეთ კორეის მმართველი, „შრომის პარტიის“ მაღალჩინოსანი წევრია და პროპაგანდისტულ საქმიანობას ხელმძღვანელობს. 2018 წლის ზამთრის ოლიმპიადაში მონაწილეობას მიიღებს 22 ჩრდილოეთ კორეელი სპორტსმენი. ოლიმპიადა 9 თებერვალს გაიხსსნება.

XS
SM
MD
LG