Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი ბაქოს რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს


ფედერიკა მოგერინი
ფედერიკა მოგერინი

ევროკავშირი ბაქოს მოუწოდებს, გაატაროს რეფორმები არჩევნების, შეკრების და მედიის თავისუფლების სფეროში აპრილის საპრეზიდენტო არცევნების წინ. ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკურმა ლიდერმა, ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა, რომ "ევროკავშირი მუდამ აღნიშნავდა, და ვიმეორებ, რომ აზერბაიჯანის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების და დანაპირების სრულად შესრულება ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა". მოგერინიმ ეს განაცხადა 9 თებერვალს, ბრიუსელში, ევროკავშირ-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, რომელსაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელდარ მამადიაროვი ესწრებოდა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ბრიუსელში წყაროზე დაყრდნობით იტობინება, რომ ევროპის კავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა აღნიშნეს არაერთი შემთხვევა ადამიანის უფლებების დარღვევისა, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ილგარ მამადოვისა, რომელიც 2014 წლიდან საპატიმროშია. შარშან ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა დაიწყო აზერბაიჯანისთვის სანქციების დაწესების პროცედურა, რადგან ბაქომ არ განახორციელა ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს დადგენილება, რომლის თანახმად, ბაქომ დაარღვია მამადოვის უფლებები.

XS
SM
MD
LG