Accessibility links

ნატო უპერსპექტივოს უწოდებს უკრაინაში მშვიდობისდამცველების შეყვანას


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მცირე პროგრესს ხედავს იმ მოლაპარაკებებში, რომელიც უკრაინაში გაეროს მანდატით აღჭურვილი, სამშვიდობო მისიის განლაგებას ითვალისწინებს. ამის შესახებ სტოლტენბერგმა ისაუბრა მიუნხენში, 17 თებერვალს საერთაშორისო კონფერენციის კულუარებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, სერგი ლავროვთან შეხვედრის დროს. „ეს შეუძლებელი ჩანს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობისდამცველების შეყვანაზე, რამაც წერტილი უნდა დაუსვას რუსეთის მხარდაჭერილი სეპარატისტებისა და კიევის სამხედრო ძალების საბრძოლო დაპირისპირებას დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში. ასეთ გეგმას მხარს უჭერს მოსკოვი, ოღონდ ფრონტის ხაზზე და არა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, საიდანაც დონბასელი სეპარატისტები მარაგდებიან იარაღითა და საბრძოლო მასალით.

XS
SM
MD
LG