Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეირანში მსხვერპლი მოჰყვა სუფიტების და პოლიციელების დაპირისპირებას


ირანის პოლიციის ინფორმაციით, უსაფრთხოების ძალების 5 თანამშრომელი დაიღუპა თეირანში, მუსლიმი სუფიტების საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის 19 თებერვალს მომხდარი შეტაკებებისას. თეირანის პოლიცია 20 თებერვალს იუწყება, რომ დაკავებულია სამასზე მეტი პირი. ირანის ქალაქ გონაბადის სუფიტთა ორდენის წევრების, იგივე დერვიშების განცხადებით, მოკლულია მათი სულ მცირე ერთი წარმომადგენელი. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, თეირანის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებასთან სუფიტების საპროტესტო აქცია მათი თემის წარმომადგენლის, 72 წლის ნემათოლა რიაჰის დაკავების გამო დაიწყო. მოგვიანებით სოციალური ქსელებით გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელზეც ასახულია ავტობუსის შეჯახება პოლიციელთა ჯგუფთან. თეირანში, სამართალდამცავებთან შეტაკებებს წინ უძღოდა სუფიტების მჯდომარე აქცია მათი ლიდერის, 90 წლის ნურალი ტაბანდეს სახლთან. სუფიტები შიშობდნენ, რომ პოლიცია ტაბანდეს დაკავებას გეგმავდა.

XS
SM
MD
LG