უკრაინის დევნილი პრეზიდენტო ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს, რომ იგი არასოდეს შეხვედრია პირისპირ პოლ მანაფორტს, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილ მენეჯერს. ცნობილია, რომ ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტობის დროს მანაფორტი აქტიურად თანამშრომლობდა უკრაინის მთავრობასთან. 68 წლის მანაფორტი ბრალდებულია ფულის გათეთრებაში, გადასახადების დამალვასა და ყალბი საბანკო ოპერაციების განხორციელებაში. „მე მას ყოველთვის ვხვდებოდი იმ შეხვედრებზე, რომელშიც სხვა მრჩევლებიც მონაწილეობდნენ. პერსონალური კონტაქტები, როგორც ასეთი, ჩვენს არ გვქონია“, - განაცხადა იანუკოვიჩმა 2 მარტს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე. 24 თებერვალს აშშ-ის საგანგებო გამომძიებელმა შეთქმულების და სხვა ბრალდებები წაუყენა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანიის ყოფილ მენეჯერს - მათ შორის ბრალდება, რომ მან შექმნა საიდუმლო ლობისტური კამპანიის არხები, რომლებიც მოიცავდა ევროპის ყოფილ მაღალი რანგის პოლიტიკოსებს. ახალ დოკუმენტში აშ-ის სპეცპროკუორი რობერტ მიულერი ამბობს, რომ მანაფორტი 2012 და 2013 წლებში ფარულად დაუკავშირდა "ევროპის ყოფილ მაღალჩინოსან პოლიტიკოსებს", რათა მათ ლობისტური კამპანია ეწარმოებინათ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის სასარგებლოდ. ყოფილ მაღალჩინოსნებს, რომლებსაც საბრალდებო დოკუმენტში არ ასახელებენ, სამუშაოში 2 მილიონ ევროზე მეტი გადაუხადეს.
ყველაზე პოპულარული
1