Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარია ზახაროვა სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს დეპუტატ სლუცკის


policy.
policy.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარომადგენელმა, მარია ზახაროვამ სექსუალურ შევიწროვებაში დაადანაშაულა რუსი კანონმდებელი ლეონიდ სლუცკი, რომელსაც ანალოგიურ მცდელობაში სხვა ქალმა ჟურნალისტებმაც დასდეს ბრალი. ზახაროვამ, რომლის ციტატებსაც ხშირად იყენებს დასავლეთის მედია, 10 მარტს ტელეკომპანია „ენტევესთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ინცინდენტი 5 წლის წინ მოხდა, როდესაც იგი ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი პიროვნება. „რესტორანში ლეონიდმა დაიწყო ძალიან უხერხულ თემებზე საუბარი ... ძალიან გამიკვირდა, რომ იქ მყოფებს ხმა არ ამოუღიათ და არ გამომქომაგებიან“, - განაცხადა ზახაროვამ და დასძინა, რომ არ იზიარებს კრიტიკას იმ ადამიანების მისამართით, რომლებიც სექსუალურ შევიწროვებაზე დაგვიანებით ალაპარაკდნენ. მარია ზახაროვას გარდა რუსეთის დეპუტატი ლეონიდ სლუცკი სექსუალური შევიწროვების მცდელობაში დაადანაშაულა სამმა ჟურნალისტმა: ეკატერინა კოტრიკაძემ, ტელეკომპანია “RTVI“-ის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, ტელეკომპანია „დოჟდის“ პროდიუსერმა, დარია ჟუკმა და BBC-ის რუსული სამსახურის კორესპონდენტმა ფარიდა რუსტამოვამ. 50 წლის სლუცკი, რომელიც სახელმწიფო სათათბიროს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს ხელმძღვანელობს, უარყოფს მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს და აცხადებს, ცილისწამებისათვის ჟურნალისტებს სასამართლოში უჩივლებს.

XS
SM
MD
LG