Accessibility links

ბარსელონა და ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ბრძოლას აგრძელებენ


უეფას ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონს რვა კლუბი შემორჩა. ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე მეოთხედფინალის ბოლო ორი საგზური მოიპოვეს „ბარსელონამ“ და მიუნხენის „ბაიერნმა“. ესპანელებმა 14 მარტს საშინაო არენაზე საპასუხო შეხვედრაში ლონდონის „ჩელსი“ 3:0 დაამარცხეს და ორი მატჩის ჯამში მეტოქეს 4:1 აჯობეს, გერმანელები კი თურქეთში, „ბეშიქთაშთან“ სათამაშოდ ხუთბურთიანი (5:0) ჰანდიკაპით ჩავიდნენ და მეტოქეს საპასუხო შეხვედრაც მოუგეს - 3:1. „ბარსელონისა“ და „ბაიერნის“ გარდა, ჩემპიონთა ლიგის თასისთვის ბრძოლას აგრძელებენ: „იუვენტუსი“, „ლივერპული“, „მანჩესტერ სიტი“, „რეალი“, „რომა“ და „სევილია“. მომდევნო ეტაპის წილისყრა გაიმართება 16 მარტს შვეიცარიის ქალაქ ნიონში.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში.

გამოიწერეთ ჩვენი YouTube-ის არხი:

XS
SM
MD
LG