Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი დროებით კეტავს გამშვებ პუნქტებს


საოკუპაციო გამყოფი ზოლი, ერგნეთი
საოკუპაციო გამყოფი ზოლი, ერგნეთი

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების უშიშროების კომიტეტმა გადაწყვიტა, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობის დროს ჩაკეტოს საქართველოს დანარჩენ ტერიტორიასთან არსებული საკონტროლო-გამშვები პუნქტები. ამას ცხინვალი უსაფრთხოების ზომების აუცილებლობით ხსნის: „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ღონისძიებების ჩატარების პერიოდში, უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით, 17 მარტის 21:00 საათიდან დროებით შეწყდება მოქალაქეთა გატარება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გაადვილებული გადაკვეთის ადგილებში“. ამ ინფორმაციას ოსური სააგენტო „რესი“ ავრცელებს. პუნქტების მუშაობა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება 19 მარტის 06:00 საათიდან.

XS
SM
MD
LG