Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი უფლებადამცველები აღმოსავლეთ ღუტის მორიგი დაბომბვის შესახებ იუწყებიან


აღმოსავლეთ ღუტა
აღმოსავლეთ ღუტა

უფლებადამცველების ინფორმაციით, სირიის აღმოსავლეთ ღუტის რაიონში კიდევ 31 ადამიანი დაიღუპა 16 მარტს განხორციელებული ავიაიერიშების შედეგად. სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის ცნობით, დაღუპულთა შორის 6 ბავშვია. ცენტრის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაიჭრა ასამდე მშვიდობიანი მოქალაქე. სირიის დედაქალაქთან მდებარე აღმოსავლეთ ღუტის რაიონი სამთავრობო ძალების ალყაშია. ადგილობრივ მეამბოხეთა მიერ შიგნიდან კონტროლირებულ ამ რაიონს რუსეთის დახმარებით უტევს პრეზიდენტ ასადის არმია. უფლებადამცველთა ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან აღმოსავლეთ ღუტაში დაიღუპა ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე. გაეროს მონაცემებით, აღმოსავლეთ ღუტაში დანგრეულია შენობების 70%-ზე მეტი. სირიის ამ რაიონში სურსათის და მედიკამენტების მწვავე დეფიციტია. სამთავრობო ძალებსა და ოპოზიციონერ მეამბოხეებს შორის მიმდინარე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების გამო, საერთაშორისო ორგანიზაციებმა რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლეს ალყაში მოქცეული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. თებერვლის ბოლოს, გაერომ აღმოსავლეთ ღუტაში გამოაცხადა 30 დღიანი ზავი, რომლის პირობები არ სრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG