Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა ჰაკერულ თავდასხმებში ადანაშაულებს ცხრა ირანელსა და ერთ ირანულ კომპანიას


აშშ-მა ირანის ცხრა მოქალაქესა და ერთ კომპანიას წაუყენა აშშ-ის ზოგ სამთავრობო უწყებაზე, ასობით უნივერსიტეტსა და ათობით კომპანიაზე ჰაკერული თავდასხმების ბრალდება. გენერალური პროკურორის მოადგილე როდ როზენსტაინმა და სხვა სამართალდამცველებმა 23 მარტს გამოაცხადეს ბრალდებების შესახებ. როზენსტაინის განცხადებით, ბევრ შემთხვევაში, ჰაკერული თავდასხმები განხორციელდა ირანის მთავრობის, კერძოდ, ირანის რევოლუციური გვარდიის დავალებით. ოფიციალური პირების ინფორმაციით, ბრალდებულებს კავშირი აქვთ ირანულ კომპანია „მაბნა ინსტიტუტთან“, რომელიც რამდენიმე წელია ჰაკერულ თავდასხმებს აწყობს ირანის მთავრობის დავალებით. როგორც როზენსტაინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბრალდებულები ჰაკერული თავდასხმებით ცდილობდნენ მონაცემების შეძლებისდაგვარად დიდი რაოდენობით მოპარვას. სავარაუდოდ, ბრალდებულებს ვერ გაასამართლებენ შეერთებულ შტატებში, რომელსაც ირანთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და არ გაუფორმებია შეთანხმება ექსტრადიციის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG