Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისკრიმინაციის საქმეები სასამართლოსა და ომბუდსმენის აპარატში


30 მარტს რადიო თავისუფლების დილის საუბრებში სტუმრები იყვნენ ანა არგანაშვილი „პარტნიოობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი და ესმა გუმბერიძე შშმ ქალთა საინიციატივო ჯგუფის “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის” თანადამფუძნებელი, სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შშმ პირთა კონვენციის იმპლემენტაციის საბჭოს წევრი. მათ ილაპარაკეს დისკრიმინაციის შემთხვევებზე და სამართალწარმოებაში არსებულ საქმეებზე. კოალიციამ თანასწორობისთვის შეისწავლა2016-2017 წლებში საერთო და საკონსტიტუციო სასამართლოებში, აგრეთვე სახალხო დამცველის აპარატში წარმოებული დისკრიმინციის საქმეები. ორგანიზაციის ანგარიშში 60 საქმე მოხვდა, რომელიც დისკრიმინირებული ჯგუფების მდგომარეობას ასახავს. ანა აგრანაშვილის თქმით, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის ძალაში შესვლის შემდეგ ვითარება მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, როგორც საჯარო ასევე კერძო სექტორში. თუმცა, პრობლემად რჩება სასამართლოებისთვის მიმართვის 30-დღიანი ვადის საკითხი, რის გამოც დისკრიმინირებული პირები, სწრაფი რეაგირებისთვის სახალხო დამცვლითვის მიმართვის მექანიზმს არჩევენ. მიუხედავად იმისა, რომ დისკრიმინაციის შეთხვევების თაობაზე მიმართვიანობა ზოგადად მომატებულია, უჩინარ ჯგუფად რჩებიან ხანდაზმულები, მათი მხრიდან დისკრიმინაციის თაობაზე მიმართვის თაობაზე მონაცემები არ ჩანს. ესმა გუმბერიძის თქმით, კვლავ პრობლემას წარმოადგნეს სახელმწიფო სერვისებისადმი წვდომა უსინათლო და მცირედმხედველი ადამიანებისთვის. ამ თვალსზრისით პრობლემაა, როგორც სახელმწიფო უწყებების ვებ-საიტების ადაფრიტება ასევე ხელმოწერების დადასტურების საკითხი. ბრაილის შრიფდით დოკუმენტების არსებული შაბლონები ყველა შემთხვევას ვერ ერგება, ასევე ბრაილის შრიფტის წაკითხვა უსინათლოთა და მცირედმხედვეთა დიდი ნაწილისთვის შეუძლებელია.

XS
SM
MD
LG