Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანადგომა გამოუცხადა დაღუპული ტყიბულელი მეშახტეების ოჯახებს


გიორგი კვირიკაშვილი
გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უდიდესი მწუხარება გამოთქვა ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარი შემთხვევის შედეგად 6 ადამიანის დაღუპვის გამო. გიორგი კვირიკაშვილმა სამძიმარი და თანადგომა გამოუცხადა გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დაშავებულ მაღაროელებს სათანადო მკურნალობა უტარდება და მაქსიმუმი კეთდება მათი ჯანმრთელობისთვის. ტყიბულის მინდელის შახტში უბედური შემთხვევა 5 აპრილს, გამთენიისას მოხდა. დაიღუპა 6 და დაშავდა 3 მაღაროელი. წინასწარი ოფიციალური ინფორმაციით, ტრაგედიის მიზეზი ე.წ. სამთო დარტყმაა.

XS
SM
MD
LG