ევროკავშირი მაკროფინანსური დახმარების სახით, საქართველოს გამოუყოფს 45 მილიონ ევროს. გადაწყვეტილება 12 აპრილს, ბრიუსელში მიიღო ევროკავშირის საბჭომ. ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა საქართველოს დაეხმარება საფინანსო საჭიროებების დაფარვაში და ხელს შეუწყობს ეკონომიკურ სტაბილიზაციას და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას. ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა მოწყვლადია დიდი დეფიციტის და საგარეო ვალის გამო, შიდა რეზერვები კი არასაკმარისია. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველო ევროკავშირისგან მესამედ იღებს მსგავს ფინანსურ დახმარებას. ევროკავშირის საბჭო აღნიშნავს, რომ ტრანშების მიღება დამოკიდებულია საქართველოს მიერ დემოკრატიის პრინციპების, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, ეკონომიკურ პოლიტიკასა და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებაზე.
ევროკავშირის საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს გამოყოფას

ყველაზე პოპულარული
1