„დროა, ყველა ცივილიზებული სახელმწიფო სასწრაფოდ გაერთიანდეს სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებისთვის და ხელი შეუწყოს გაეროს მიერ მხარდაჭერილ ჟენევის სამშვიდობო პროცესს“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯეიმს მატისმა. 13 მარტს პენტაგონში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ დარტყმები განხორციელდა სირიის ლიდერ ბაშარ ასადის ქიმიური იარაღის კვლევის, შექმნისა და წარმოების ობიექტებზე. დარტყმები იყო გასული წლისაზე ბევრად მძლავრი. მაშინ, ასადის მიერ განხორციელებული ქიმიური თავდასხმის პასუხად აშშ-მა 58 რაკეტა გაუშვა შაირათის საჰაერო ბაზის მიმართულებით. „აშკარაა, ასადის რეჟიმმა ვერ გაიგო გასული წლის გზავნილი“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჯეიმს მატისმა 13 აპრილს ღამით გამართულ პრესკონფერენციაზე. პენტაგონის მიერ გავრცელებულ ტექსტში აღნიშნულია, რომ ამჯერად სარაკეტო დარტყმები მკაფიო გზავნილი იქნება სირიის ლიდერებისთვის, რომ „მათ აღარ უნდა განახორციელონ ქიმიური თავდასხმა, რადგან ამისათვის პასუხს აგებენ“, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა. ჯეიმს მატისმა აღნიშნა, რომ სარაკეტო დარტყმები მიმართულია სირიის რეჟიმის წინააღმდეგ და ამ დარტყმების დამგეგმავებმა ბევრი იმუშავეს იმისათვის, რომ თავიდან იყოს აცილებული მშვიდობიანი მოსახლეობისა და უცხო ქვეყნების მოქალაქეების მსხვერპლი.
ჯეიმს მატისი: "დროა, ყველა ცივილიზებული სახელმწიფო გაერთიანდეს სირიაში ომის დასრულებისთვის"

ყველაზე პოპულარული
1