სომხეთის დედაქალაქ ერევნის მთავარ მოედანზე დემონსტრანტებმა პროტესტი გამოხატეს მთავრობაში მომავალი ცვლილების წინააღმდეგ. ამ ქვეყნის პრემიერის პოსტზე შეიძლება სერჟ სარქისიანი აირჩიონ, რაც ყოფილი პრეზიდენტის ხელისუფლებაში დარჩენას ნიშნავს. დემონსტრაცია უკავშირდება ადრინდელ ცვლილებებს, რამაც პრეზიდენტის ძალაუფლების დასუსტება და პრემიერის გაძლიერება მოიტანა. 9 აპრილს სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარკისიანი გახდა. ის არ არის სერჟ სარქისიანთან ნათესაურ კავშირში. ახლა ყოფილი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის პარტიას უმრავლესობა აქვს პარლიამენტში, რომელიც ახლა პრემიერს ირჩევს. რუსეთის მოკავშირე, პოსტ-საბჭოთა ქვეყანაში პრეზიდენტი არმენ სარქისიანი პარლამენტმა აირჩია საყოველთაო კენჭისყრის ნაცვლად. ეს ცვლილება 2015 წლის რეფერენდუმმა დაამტკიცა. დემონსტრაცია იმართება შენობის წინ, სადაც სარქისიანი უნდა აირჩიონ.
ყველაზე პოპულარული
1