Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის პრეზიდენტი დათანხმდა მთავრობის დათხოვნას


სოორონბაი ჟეენბეკოვი და საფარ ისაკოვი
სოორონბაი ჟეენბეკოვი და საფარ ისაკოვი

ყირგიზეთის პრეზიდენტმა, სოორონბაი ჟეენბეკოვმა ხელი მოაწერა განკარგულებას, მთავრობის დათხოვნის შესახებ. ამავე განკარგულებით, მინისტრთა კაბინეტის წევრები მოვალეობის შესრულებას გააგრძელებენ მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირებამდე. ყირგიზეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 19 აპრილს დილით, პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით უნდობლობა გამოუცხადა მთავრობას პრემიერ-მინისტრის, საფარ ისაკოვის ხელმძღვანელობით. მთავრობის დათხოვნის ინიციატორი იყო საპარლამენტო ოპოზიცია, რომელმაც არადამაკმაყოფილებლად შეაფასა ანგარიში მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის შესახებ. ყირგიზეთის პრეზიდენტს შეეძლო ესარგებლა კონსტიტუციით მინიჭებული უფლებით და არ დათანხმებოდა პარლამენტის გადაწყვეტილებას მთავრობის დათხოვნის შესახებ.

XS
SM
MD
LG