Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი: თუ ხელშეკრულებას აშშ გამოეთიშება, ბირთვული პროგრამა უფრო ინტენსიურად განახლდება


ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მოჰამად ჯავად ზარიფი აცხადებს, რომ თეირანი თავის ბირთვულ პროგრამას "გაცილებით დიდი სისწრაფით" აამოქმედებს, თუ აშშ გამოეთიშება 2015 წელს მიღწეულ, საეტაპო მნიშვნელობის ხელშეკრულებას. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება გაეროს სხდომაზე დასასწრებად, ეს განაცხადა ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში. "ჩვენ რამდენიმე არჩევანი გვაქვს და ისინი მზადყოფნაშია მოყვანილი, მათ შორის არჩევანი, რომელიც მოიცავს ჩვენი ბირთვული აქტივობის გაცილებით დიდი სისწრაფით განახლებას" - განაცხადა ზარიფმა. თუმცა ნიუ-იორკში 21 აპრილს ჟურნალისტებთან საუბარში მან თქვა, რომ ირანი არ ესწრაფვის ატომური ბომბის შექმნას. მისი თქმით, ხელშეკრულებიდან აშშ-ის გასვლაზე ირანის "სავარაუდო" პასუხი იქნება გამდიდრებული ურანის წარმოების განახლება. ეს ძირითადი ინგრედიენტია ატომური იარაღის შესაქმნელად. ირანი ყოველთვის აცხადებდა, რომ მისი ატომური პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG