Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე საქართველო მამაკაცთა გუნდით გამოვა


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ისრაელში გაემგზავრა. 26-28 აპრილს, თელ ავივი ევროპის 2018 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილი გუნდი ცხრა სპორტსმენით ჩაებმება კონკურენციაში.

განაცხადში არიან: ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ევროპის სამგზის ჩემპიონი ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), ევროპის ჩემპიონები ამირან
პაპინაშვილი (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) და გურამ თუშიშვილი (+100 კგ). ასევე ევროპის ორგზის ფინალისტი ნუგზარ ტატალაშვილი (81 კგ), ევროპის პრიზიორი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), მსოფლიოს პრიზიორი უშანგი მარგიანი (90 კგ) და ჭაბუკებს შორის
ევროპის პრიზიორი ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ).

ევროპის ჩემპიონატზე ქალთა და მამაკაცთა შვიდ-შვიდ წონით კატეგორიაში გათამაშდება მედლები. საქართველოს ძიუდოს ფედერაციისა და ქალთა ნაკრების ხელმძღვანელობების გადაწყვეტილებით, ისრაელში ქართულ ძიუდოს მხოლოდ
მამაკაცები წარმოადგენენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG