Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლუკაშენკო მკაცრი სიტყვებით მიმართავს რუსეთსა და დასავლეთს


-
-

ბელორუსიის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ ყოველწლიური მიმართვა გამოიყენა როგორც დასავლეთის, ისე რუსეთის კრიტიკისთვის. მან დასავლეთის ქვეყნებს ბრალი დასდო "სავაჭრო ომების პროვოცირებაში" და მოსკოვი დაადანაშაულა რუსეთის ბაზრის დაკეტვაში ბელორუსული ნაწარმისთვის. პარლამენტის წინაშე გამოსვლისას, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, ლუკაშენკომ რუსეთი მინიშნებით გააფრთხილა "იზოლაციის" თაობაზე და ასევე მიანიშნა, რომ მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბული ურთიერთობა ბერლორუსიას ვერ შეაჩერებს ევროკავშირსა და აშშ-სთან ახლო კავშირების დამყარებისგან. "ამ რთულ ვითარებაში, რომელიც მსოფლიოს დაუდგა, ბელორუსები ძლიერად უნდა დადგნენ და ერთიანობა და სტაბილურობა შეინარჩუნონ" - განაცხადა ბელორუსიის ლიდერმა. მისი ეს მიმართვა ირეკლავდა წარსულში წარმოთქმულ სიტყვებს, რომლებშიც ლუკაშენკო - რომელიც 1994 წლიდანაა პრეზიდენტი - ამბობდა, რომ სოლიდარობა იყო საჭირო როგორც აღმოსავლეთიდან, ისე დასავლეთისგან ბელორუსიისთვის შექმნილი, მისი თქმით საფთხეების წინაშე. "აშშ-მა, რომელიც მკაცრად პროტექციონისტულ ინტერესებს მისდევს, ჩინეთის წინააღმდეგ [სავაჭრო] ომი წამოიწყო. და ამის პარალელურად ვითარდება ფართომასშტაბიანი სანქციების ომი რუსეთის წინააღმდეგ" - აცხადებს ლუკაშენკო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG