Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ხანძარი ლოკალიზებულია


ბათუმში წერეთლის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახური ცეცხლის კერების სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროისთვის ჩანს, რომ ხანძრის შედეგად დაზიანდა სამი კერძო სახლი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე აცხადებს, რომ ზარალის ოდენობა უცნობია, რადგან ამ ეტაპზე შენობებში შესვლა შეუძლებელია. დაზარალებულებს კი ალტერნატიულ ფართებში დღესვე გადაიყვანენ, თუმცა რამდენ ოჯახზეა საუბარი, ვიცე-მერი ვერ აკონკრეტებს. სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების განცხადებით, 112-ზე შეტყობინება 18:40 წუთზე შევიდა. მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილზე მისვლა და ცეცხლმოკიდებული სახლებიდან მაცხოვრებლების გამოყვანა დროულად მოახერხეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდაპირველად ცეცხლის აალება ერთ-ერთ სახლში შენიშნეს, ამის შემდეგ კი ხანძარი გაღვივდა და გვერდით სახლებსაც მოედო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG