Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფაშინიანი: მზად ვარ გავუძღვე ქვეყანას


სომხეთის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ნიკოლ ფაშინიანი - ლიდერი 11-დღიანი საპროტესტო გამოსვლებისა, რომელიც პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანის გადადგომით დასრულდა - აცხადებს, რომ მზად არის ქვეყანას გაუძღვეს. "თუ ხალხი ამ პასუხისმგებლობას დამაკისრებს, მე ამ პასუხისმგებლობას ვიკისრებ" - განაცხადა ფაშინიანმა 24 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე. ფაშინიანი თვლის, რომ სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დროულად უნდა გაიმართოს. სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტმა, რომელშიც უმრავლესობას სარგსიანის რესპუბლიკური პარტია ფლობს, ერთი კვირის ვადაში უნდა წარმოადგინოს კანდიდატი პრემიერ-მინისტრის პოსტზე და კენჭისყრა შესაძლოა უკვე 2 მაისს გაიმართოს. ჯერჯერობით უცნობია რესპუბლიკური პარტია რამდენად დაუჭერს მხარს ფაშინიანის გეგმებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG