Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასრულდა შუალედური არჩევნები ვანსა და ხონში


თბილისის დროით 20 საათზე, დასრულდა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების კენჭისყრის პროცესი ვანსა და ხონში განთავსებულ ყველა საარჩევნო უბანზე. მასში, 19 საათის მონაცემებით, მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 48.8%-მა. შუალედურ არჩევნებში 6 კანდიდატი მონაწილეობდა. წინასწარი ინფორმაციით, მთავარ ფავორიტებად სახელდებოდნენ მმართველი კოალიცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი, გივი ჭიჭინაძე და პარტია “ევროპული საქართველოს“ კანდიდატი, გიგი უგულავა. ცენტრალური საარჩევნო კომისია, ოქმების მიღების შემდეგ, ეტაპობრივად გამოაქვეყნებს შუალედური არჩევნების შედეგებს.

XS
SM
MD
LG