Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანელი პარლამენტარი: სირიაში ისრაელის "აგრესიას" პასუხი გაეცემა


ირანის გავლენიანი პარლამენტარი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ მისი ქვეყანა პასუხს გასცემს, მისი თქმით, ისრაელის "აგრესიას" სირიაში - მას შემდეგ, რაც სირიის სამხედრო ბაზაზე ამ კვირაში განხორციელებულმა სარაკეტო დარტყმებმა იმსხვერპლა 26, ძირითადად ირანელი მეომარი. "ირანზე ნებისმიერ აგრესიას პასუხს გავცემთ სწორ დროს და ადგილას" - განაცხადა ალაედინ ბორუჯერდიმ, ირანის პარლამენტში ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა, მას შემდეგ, რაც დამასკში ორდღიანი ვიზიტისას შეხვდა პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს. "სიონისტური ერთეულის მიერ სირიაში ჩვენს მრჩევლებზე განხორციელებული თავდასხმა ჩვენ გვანიჭებს პასუხის უფლებას" - თქვა ბორუჯერდიმ და დასძინა, ჩვენ სირიაში ამ ქვეყნის მთავრობის თხოვნის საფუძველზე ვიმყოფებითო. ბორუჯერდის სიტყვები ირეკლავს ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის მიერ 30 აპრილს გაკეთებულ განცხადებას - დასრულდა დრო, როცა ირანის მტრების თავდასხმები უპასუხოდ რჩებოდაო. ადამიანის უფლებების სირიის ობსერვატორია იუწყება, რომ ჩრდილოეთ სირიაში განთავსებულ ბაზაზე 20 აპრილს დაიღუპა სულ მცირე 26 ადამიანი და მათი უმრავლესობა ან ირანელი იყო, ან ირანის მიერ მხარდაჭერილი ერაყული გასამხედროებული ჯგუფის წევრი. მიმდინარე თვეში თეირანმა და ჰეზბოლამ ისრაელს დასდეს ბრალი სარაკეტო თავდასხმაში, რომელსაც, თეირანის განცხადებით, ემსხვერპლა მისი შვიდი სამხედრო სირიაში.

XS
SM
MD
LG