Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალი“ „ლივერპულს“ შეხვდება


უეფას ჩემპიონთა ლიგის 2017-18 წლების სეზონის ფინალში მადრიდის „რეალის“ მეტოქე „ლივერპული“ იქნება. ინგლისელებმა „რომასთან“ საშინაო შეხვედრაში მოპოვებული სამბურთიანი უპირატესობა (5:2) 2 მაისს რომში შეინარჩუნეს. „სტადიო ოლიმპიკოზე“ გამართულ საპასუხო მატჩში მასპინძლები 93-ე წუთზე 4:2 დაწინაურდნენ, მაგრამ კიდევ ერთი გოლის გასატანად და თამაშის დამატებით დროში გადასაყვანად დრო აღარ ეყოთ. ლიგის ფინალს 26 მაისს კიევი უმასპინძლებს.

XS
SM
MD
LG