Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თალიბანმა დაიკავა სტრატეგიული რაიონი ჩრდილოეთ ავღანეთში


ავღანეთის ოფიციალური პირების ცნობით, თალიბანმა კიდევ ერთი რაიონი დაიკავა ჩრდილოეთის პროვინცია ბადახშანში. 3 მაისს თალიბანის მებრძოლებმა მოულოდნელი თავდასხმა მოაწყვეს კოჰისტანის რაიონში, რომელიც მდებარეობს პროვინციის დედაქალაქის, ფაიუზ აბადისკენ გზაზე. პროვინციის საბჭოს წევრმა, აბდულა ნაჯი ნაზარიმ 5 მაისს განაცხადა, რომ ერთდღიანი შეტაკების შემდეგ მსხვერპლის თაობაზე ცნობები არ არის. ნაზარიმ დასძინა, რომ რაიონი ახლა უკვე მესამეა, რომელსაც თალიბანი აკონტროლებს. საერთო ჯამში პროვინცია დაახლოებით ორ ათეულ რაიონს აერთიანებს. არმიის პრესმდივანი, მოჰამად ანიფ რეზაიე ამბობს, რომ ფაიუზ აბადში უკვე ჩავიდნენ დამატებითი დანაყოფები, თუმცა, ცუდი ამინდის გამო ჯერჯერობით ისინი ბრძანებას ელოდებიან თალიბანის წინააღმდეგ შეტევის დასაწყებად. თალიბანმა გასულ თვეში გამოაცხადა, რომ იწყებს თავის ყოველწლიურ, საგაზაფხულო შეტევებს.

XS
SM
MD
LG