Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის პარლამენტში დაწვეს აშშ-ის დროშა


ირანის პარლამენტის სხდომათა დარბაზი. 2018 წლის 9 მაისი
ირანის პარლამენტის სხდომათა დარბაზი. 2018 წლის 9 მაისი

ირანის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალი ლარიჯანიმ „დიპლომატიური შოუ“ უწოდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, უარი თქვას თეირანთან 2015 წელს მიღწეული შეთანხმების შესრულებაზე. ირანული მედიასაშუალებების ინფორმაციით, პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად დაწვეს აშშ-ის ქაღალდის დროშა. ალი ლარიჯანის განცხადებით, როგორც ჩანს, დონალდ ტრამპს მხოლოდ ძალის ენა ესმის და შექმნილ ვითარებაში ირანი არ არის ვალდებული განაგრძოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ლარიჯანის შეფასებით, შეთანხმების შენარჩუნების პასუხისმგებლობა გადადის სხვა ქვეყნებზე, რომლებიც დოკუმენტის ხელმომწერად რჩებიან. შეთანხმებიდან აშშ-ის გასვლას ტრამპის შეცდომა უწოდა ირანის უმაღლესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ჰამენეიმ. 8 მაისს, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ ტოვებს 2015 წლის შეთანხმებას, რომელმაც ირანს ეკონომიკური სანქციები შეუმსუბუქა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის სანაცვლოდ. ტრამპმა ხელშეკრულებას უწოდა თავისი არსით დეფექტური და განაცხადა, რომ ირანი განაგრძობს ბირთვული იარაღის შექმნას. დონალდ ტრამპის ინფორმაციით, უახლოეს ხანში ვაშინგტონი კვლავ აამოქმედებს ეკონომიკურ სანქციებს თეირანის წინააღმდეგ. აშშ-ის გარდა, ირანთან 2015 წელს მიღწეული შეთანხმების მონაწილეები არიან დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, რუსეთი და ჩინეთი.

XS
SM
MD
LG