Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მთიან ყარაბაღში ჩავიდა


სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სტეპანაკერტში. 2018 წლის 9 მაისი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სტეპანაკერტში. 2018 წლის 9 მაისი

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღში იმყოფება. სააგენტო არმენპრესის ინფორმაციით, ნიკოლ ფაშინიანმა და მთიანი ყარაბაღის პრეზიდენტმა, ბაკო სააკიანმა ქალაქ სტეპანაკერტის მემორიალთან მიაგეს პატივი მეორე მსოფლიო ომში და ყარაბაღის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ხსოვნას. სტეპანაკერტიდან ფაშინიანი და სააკიანი გაემგზავრნენ ქალაქ შუშიში, სადაც სომხეთის ეროვნული ვალუტის, დრამის მუზეუმი გახსნეს. აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღს თავის, სომხეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს.

XS
SM
MD
LG