Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი: პომპეო ფხენიანიდან სამ დაკავებულ ამერიკელთან ერთად ბრუნდება


აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამბობს, რომ სამი ამერიკელი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში პატიმრობაში იმყოფებოდა, სახლში ბრუნდება სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან ერთად. "სიამოვნებით გაუწყებთ, რომ სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო ახლა ჰაერშია, ჩრდილოეთ კორეიდან ბრუნდება და მას თან ახლავს სამი შესანიშნავი კაცი, რომლებთან შეხვედრაც ყველას ასე ძალიან სურს. როგორც ჩანს, ისინი თავს კარგად გრძნობენ. ამავე დროს, შედგა კარგი შეხვედრა კიმ ჩენ ინთან. დრო და ადგილი დადგენილია" - წერს ტრამპი ტვიტერით.

კაბინეტის წევრებთან შეხვედრისას ტრამპა თქვა, ვაფასებ ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის მხრიდან ამ ნაბიჯს და მათ გათავისუფლებასო. პომპეო ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა, რათა საბოლოო დეტალები დაედგინა სამიტზე, რომელიც ტრამპსა და კიმს შორის უნდა გაიმართოს.

XS
SM
MD
LG