Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფიფამ დოპინგისგან თავისუფლად გამოაცხადა რუსეთის საფეხბურთო გუნდი


ფიფამ განაცხადა, რომ ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის რუსეთის გუნდის მოთამაშეები დოპინგისგან თავისუფლები არიან - თუმცა დასძინა, რომ აგრძელებს რუსეთის სხვა ფეხბურთელების შესწავლას. ფიფა გამოძიებას აწარმოებდა იმ მტკიცებულებების საფუძველზე, რომელიც მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტომ გაავრცელა. 22 მაისს ფიფამ განაცხადა, რომ შეისწავლიდა მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მიერ მოწოდებულ მასალას, ისევე, როგორც მოსკოვის ლაბორატორიის ყოფილი დირექტორის, გრიგორი როდჩენკოვის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ფიფა აცხადებს, რომ მისთვის პრიორიტეტული იყო დასკვნის მიღწევა იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც რუსეთს მსოფლიო ჩემპიონატზე წარადგენენ. ჩემპიონატი 14 ივნისს დაიწყება მოსკოვში. რუსეთმა გასულ კვირაში წარმოადგინა გუნდის წინასწარი შემადგენლობა, რომელიც 28 კაცისგან და შვიდი სარეზერვო მოთამაშისგან შედგება. ფიფა აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში ამ მოთამაშეებს რამდენიმე მოულოდნელი შემოწმება ჩაუტარდათ დოპინგზე და "დოპინგის საწინააღმდეგო წესების დარღვევის დასადგენად საკმარისი მტკიცებულება არ შეგროვდა".

XS
SM
MD
LG