Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ვარდების მოედანი“ “პირველი რესპუბლიკის” სახელობის გახდა


“ვარდების მოედანს” თბილისის საკრებულოს სხდომაზე სახელი გადაარქვეს და მას „პირველი რესპუბლიკის“ სახელი მიანიჭეს. გადაწყვეტილებას თბილისის საკრებულოს 30-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ნაციონალურ მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილება არ მიუღიათ.

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა 23 მაისს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გადაწყვეტილება უკავშირდება საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადებიდან მეასე წლისთავს, რომელიც 26 მაისს აღინიშნება. თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირთან მდებარე მოედანს ვარდების სახელი ეწოდა საქართველოში 2003 წელს მომხდარი „ვარდების რევოლუციის“ და ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ. მანამდე მას „რესპუბლიკის მოედანი“ ერქვა.

XS
SM
MD
LG