Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შანხაის თანამშრომლობის ხელშეკრულების სამიტზე საუბრობენ ორგანიზაციის ერთიანობაზე


ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა დადებითად ისაუბრა "ერთიანობაზე" შანხაის თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში, ორგანიზაციის სამიტის გახსნისას ჩინეთის სანაპირო ქალაქ ცინდაოში. სი ძინპინის თქმით, ორგანიზაცია "კონცენტრირებულია ერთიანობის გაძლიერებაზე, განსხვავებული პოზიციების გვერდზე გადადებით და ერთობლივად სასარგებლო თანამშრომლობის გაღვივებით". ორგანიზაციას ხელმძღვანელობენ ჩინეთი და რუსეთი, ის ასევე მოიცავს ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს, უზბეკეთს, ინდოეთსა და პაკისტანს. ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსი აქვთ ავღანეთს, ბელორუსიას, ირანსა და მონღოლეთს. ამჟამინდელი სამიტი პირველია, რომელშიც ინდოეთი და პაკისტანი წევრის სტატუსით მონაწილეობენ - მას შემდეგ, რაც ისინი ორგანიზაციას შეუერთდნენ 2017 წელს. სამიტის მთავარი სამუშაო დღე 10 ივნისი იქნება. სამიტის გახსნამდე რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი შეხვდა ირანის პრეზიდენტს, ჰასან როჰანის, მათ განიხილეს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის 2015 წელს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც ირანის ბირთვული პროგრამა შეიკვეცა. აშშ ამ ხელშეკრულებას ახლახან გამოეთიშა და ირანი ცდილობს ჩინეთის, რუსეთის და ევროპელი ხელმომწერების მხარდაჭერის მოპოვებას, რომ ისინი ხელშეკრულებას უერთგულებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG