საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დააკავეს ზვიად კუპრავა და კიდევ სამი პირი. შსს-ს განცხადებით, მათ ბრალად ედება წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც მართლწესრიგის დაცვაზე პასუხისმგებელი უწყებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამოხატვის თავისუფლება იქნეს უზრუნველყოფილი. ამავე დროს სამინისტრო პასუხისმგებელია, რომ შეკრებისა და მანიფესტაციის დროს დაცული იქნეს კანონი, არ შეილახოს მოქალაქეების უფლებები და საფრთხე არ შეექმნას საზოგადოებრივ წესრიგს“ - ნათქვამია შსს-ს მიერ 11 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.