Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანუატუ საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის მხარდამჭერთა შორისაა


გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე საქართველოს მიერ ინიცირებული რეზოლუციის 81 მხარდამჭერ ქვეყანას შორის არიან ევროკავშირის სახელმწიფოები, აშშ, კანადა, მექსიკა, ცენტრალური ამერიკის, კარიბის ზღვის აუზის, ახლო აღმოსავლეთის და აფრიკის რამდენიმე ქვეყანა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, თურქეთი, ალბანეთი, აზერბაიჯანი, მოლდავეთი და უკრაინა. რეზოლუციას აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ მხარი დაუჭირა ვანუატუმაც, რომელმაც 2011 წელს აღიარა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა, 2013 წელს კი ეს გადაწყვეტილება გააუქმა.

რეზოლუციას ხმა წინააღმდეგ მისცეს რუსეთმა, სომხეთმა, ბელორუსიამ, კუბამ, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ, ვენესუელამ, ლაოსმა, მიანმარმა, ნაურუმ, ფილიპინებმა, სუდანმა, სამხრეთ სუდანმა, ვიეტნამმა, ბურუნდიმ და ზიმბაბვემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG