Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დროსა და სივრცეში შეზღუდვა "გეხმარება" იმაში, რომ იდეის შეფუთვის დრო არ გაქვს..."


14 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: დათო გაბუნია, ნანა ექვთიმიშვილი და პაატა ციკოლია, "ახალი დრამის ფესტივალის" მონაწილეები და ავტორები მომავალი სპექტაკლებისა, რომელთა სცენარებიც საგანგებოდ ფესტივალისთვის იწერება. ავტორთა შორის არიან აგრეთვე ლაშა ბუღაძე და დათა თავაძე. ფესტივალის იდეის ავტორი და ორგანიზატორია ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია. ფესტივალის ამოცანაა შექმნას თანამედროვე, დროისა და გარემოს ადეკვატური სახელოვნებო გამოცდილება, როგორც საქართველოში მცხოვრები ავტორებისთვის, ისე აუდიტორიისთვის, რომლისთვისაც ხელოვნება თავისუფალი თვითგამოხატვის, რეფლექსიისა და კრიტიკული კვლევის სივრცეა. სპექტაკლებს მიღმა დაგეგმილია არაერთი პარალელური ღონისძიება. "დილის საუბრების" სტუმრები ხსნიან იმ ამოცანას, რაც ამ ფესტივალში მონაწილეობით დაისახეს და თავადაც მოუთმენლად ელიან მაყურებელთან შეხვედრას, რომელსაც ეტყვიან სათქმელს: თავისუფალ სივრცეში, ბარიერებისა და შეფუთვის გარეშე...

XS
SM
MD
LG