Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ავსტრია დაამარცხა


საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევ ციკლში თამაშის უფლება მოიპოვა. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო - მეექვსე - ტურში თბილისის სპორტის სასახლეში ავსტრიას უმასპინძლა და 98:73 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა ორი მოგებით და ოთხი წაგებით. ჩამორჩა სერბიას და გერმანიას და გაუსწრო ავსტრიას. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მინიმუმ მესამე ადგილის დაკავება იყო საჭირო.

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი შეხვედრები სექტემბერში განახლდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG