Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ გაავრცელა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება


მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე, ხორვატიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი აგვისტოს ომის 10 წლისთავზე განცხადებას ავრცელებს:

„წელს აღინიშნება 10 წელი საქართველოში კონფლიქტიდან, რომელიც ჯერ კიდევ გადაუჭრელია. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ გამოვხატო ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. გამოვხატავ ჩემს თანაგრძნობას კონფლიქტის მსხვერპლისა და განსაკუთრებით, იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ“.

XS
SM
MD
LG