Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს ურჩია ტვინი გაანძრიონ


სალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უკვე გასცა პასუხი შეკითხვას, აპირებს თუ არა არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ავლაბარში მდებარე პრეზიდენტის სასახლეში მუშაობას. ამ საკითხზე ჟურნალისტების მიერ დღეს დასმული შეკითხვის გამო ზურაბიშვილმა თქვა, რომ „პასუხი გაცემულია“ და მედიას ურჩია „გადაახვიონ.“

„უკვე არის ნათქვამი და ცოტა ჟურნალისტებმა ტვინიც გაანძრიეთ და ჩაიხედეთ, სად არის ნათქვამი“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. მან რამდენიმე დღის წინ, ტელეკომპანია „იმედს“ უთხრა, რომ ავლაბრის რეზიდენციაში უნდა იყოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ან მაღალი რანგის სტუმრების მიღების ადგილი, თავად კი მოსწონს „ორბელიანის სასახლე,“ რომელიც პრეზიდენტის ფუნქციას შეესაბამება.

სალომე ზურაბიშვილს "ქართული ოცნების" მხარდაჭერის იმედი აქვს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:34 0:00

XS
SM
MD
LG