Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის სუპერთასს მადრიდის „ატლეტიკო“ დაეუფლა


უეფას ჩემპიონთა ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა მადრიდის „რეალმა“ წარუმატებლად გახსნა ახალი სეზონი. ზინედინ ზიდანისა და კრიშტიანუ რონალდუს გარეშე დარჩენილი „სამეფო კლუბი“ ევროპის სუპერთასზე 2:4 დამარცხდა ევროპა ლიგის ჩემპიონ მადრიდის „ატლეტიკოსთან“.
ტალინში გამართული შეხვედრის ბედი დამატებით დროში გადაწყდა. ძირითად 90 წუთში გუნდებმა ორ-ორი გოლი გაიტანეს. „რეალიდან“ თავი ქარიმ ბენზემამ და სერხიო რამოსმა გამოიჩინეს, ხოლო „ატლეტიკოდან“ დიეგო კოშტამ შეასრულა დუბლი.
99-ე წუთზე „ატლეტიკო“ საულის გოლით დაწინაურდა. 104-ე წუთზე კი ვიტოლომ დააფიქსირა საბოლოო ანგარიში.
მადრიდის „ატლეტიკომ“ მესამედ მოიგო უეფას სუპერთასი და ტიტულს სამივეჯერ ევროპა ლიგის ჩემპიონის რანგში დაეუფლა.

XS
SM
MD
LG