Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცესკო: საარჩევნო კომისიების მიმართ ხორციელდება პროვოკაციული ქმედებები


ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წინასაარჩევნო გარემოს ხელს უშლის ადამიანთა გარკვეული ჯგუფი.უცხო პირები მათ რეგიონულ ოფისებში რეკავენ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

„უცხო პირების მიერ ხდებოდა საოლქო-საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირებისთვის შეტყობინების გადაცემა, თითქოს ისინი დაბარებული იყვნენ შეხვედრებზე რეგიონის ახალ გუბერნატორებთან. ასევე, სატელეფონო ზარები განხორციელდა სახელისუფლებო პარტიის სახელის გამოყენებითაც. სატელეფონო ზარები დაფიქსირებულია გარდაბნის, მარნეულის, ზუგდიდის, თბილისის რამდენიმე საარჩევნო ოლქში“, - განაცხადა მიქელაძემ.

ცესკოში არ გამორიცხავენ ამგვარი ქმედებების გაგრძელებას და შესაძლო დამუშავებული ჩანაწერების გავრცელებასაც.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია არის დამოუკიდებელი ორგანო, რომელიც საქმიანობის განხორციელებისას არ ექვემდებარება არც აღმასრულებელ ხელისუფლებას და არც პარტიულ სტრუქტურებს“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

XS
SM
MD
LG