Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში ჩასული აფრიკელი მიგრანტები ამბობენ, რომ ლიბიაში მათ აწამებდნენ


აფრიკელი მიგრანტები, რომელთაც გასულ კვირაში უარი უთხრეს იტალიაში მიღებაზე, ამბობენ, რომ ორი წელი დაჰყვეს ლიბიაში კონტრაბანდისტების ტყვეობაში. გაეროს საიმიგრაციო სააგენტოს მონაცემებით, ბევრი მიგრანტი ნაწამებია და განიცდიდა სექსუალურ ძალადობას. ტრეფიკერები მათი ოჯახებისაგან გამოსასყიდს მოითხოვდნენ. ამის შესახებ „როიტერსი“ იუწყება. აგვისტოს შუა რიცხვებში იტალიის სანაპირო დაცვამ ხმელთაშუა ზღვაში გადაარჩინა 150 მიგრანტი, მაგრამ 10 დღე გავიდა, სანამ მათ მიღებას დათანხმდებოდნენ ირლანდია, ალბანეთი და ვატიკანი. იტალიიის ხელისუფლებამ ამ ქვეყანაში შესვლის უფლება მისცა სულ რამდენიმე ათეულ ადამიანს, მათ შორის არასრულწლოვნებსა და ავადმყოფებს. გასულ კვირაში გავრცელდა ცნობა, რომ სიცილიის პროკურატურა აპირებს, დაკითხოს იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი, მატეო სალვინი გადაწყვეტილების გამო, არ მიეცა მიგრანტებისათვის იტალიის სანაპიროზე გადასვლის უფლება. ასეთი აკრძალვა არღვევს ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას.

XS
SM
MD
LG