Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთში დაასახელეს სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილების ვინაობა


ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი
ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი

ბრიტანეთის პროკურატურამ ორი პირი, ალექსანდრ პეტროვი და რუსლან ბოშიროვი, დაასახელა ეჭვმიტანილებად წელს მარტში ქალაქ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მკვლელობის მცდელობაში. პროკურატურის ინფორმაციით, პეტროვი და ბოშიროვი რუსეთის მოქალაქეები არიან. მათ წაუყენეს ნერვულ-პარალიტიკურ ნივთიერება „ნოვიჩოკით“ სკრიპალებისა და ბრიტანელი პოლიციელის მკვლელობის მცდელობის ბრალდებები. ბრიტანეთის პროკურატურის წარმომადგენლის, სიუ ჰემინგის განცხადებით, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს, ლონდონი არ მიმართავს მოსკოვს პეტროვისა და ბოშიროვის ექსტრადიციის თხოვნით, რადგან „რუსეთი არ ახდენს საკუთარი მოქალაქეების ექსტრადიციას“. მაგრამ გაცემულია დაპატიმრების ევროპული ორდერი. გამოძიების შედეგად მოპოვებული ინფორმაციით, ორი მამაკაცი 2 მარტს ჩავიდა ბრიტანეთში რუსეთის პასპორტებით, რომლებიც უცხო სახელზე იყო გაცემული. ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება მათ წინააღმდეგ არის „ნოვიჩოკის“ კვალის აღმოჩენა ლონდონის სასტუმროში, რომელშიც ისინი ცხოვრობდნენ. ბრიტანეთის ხელისუფლებას ეჭვი არ ეპარება, რომ ორივე რუსს კავშირი აქვს სპეცსამსახურებთან. ამიტომ ლონდონი რუსეთის სახელმწიფოს აკისრებს პასუხისმგებლობას სკრიპალების მოკვლის მცდელობაზე.

XS
SM
MD
LG