Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრი: "საბოლოო ანგარიშით" პუტინია პასუხისმგებელი სკრიპალის მოწამვლაზე


ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, მარტში ყოფილი რუსეთის აგენტის და მისი ქალიშვილის ნერვული გაზით მოწამვლაზე საბოლოო ანგარიშით პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. უოლასმა 6 სექტემბერს თქვა, რომ სწორედ პუტინი "აკონტროლებს, აფინანსებს და ხელმძღვანელობს" რუსეთის სამხედრო დაზვერვას, გრუს, რომელსაც ბრიტანეთი ადანაშაულებს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში. თავდასხმას ორივე გადაურჩა და გავრცელებული ინფორმაციით ახლა ისინი საიდუმლო ადგილას გადიან მკურნალობას. ბიბისის კითხვას, არის თუ არა პუტინი პასუხისმგებელი თავდასხმაზე, უოლასმა უპასუხა: "საბოლოო ანგარიშით არის, რადგან ის არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და მისი მთავრობა აკონტროლებს, აფინანსებს და ხელმძღვანელობს სამხედრო დაზვერვას". უოლასმა დასძინა, არ მგონია ვინმემ შეძლოს თქმა, რომ ბატონი პუტინი თავის სახელმწიფოს ვერ აკონტროლებს და გრუ, ეჭვგარეშეა, დამოუკიდებლად არ მოქმედებსო. ბრიტანეთის მოქალაქე, დონ სტურჯესი დაიღუპა და მისი პარტნიორი მამაკაცი, ჩარლი როული ავად გახდა საწამლავის ნარჩენებთან შეხების შემდეგ. რუსეთი უარყოფს მოწამვლასთან კავშირს და ამბობს, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

XS
SM
MD
LG