Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ისრაელი შეეცდება „გაანადგუროს“ ირანის ყოველგვარი სამხედრო ყოფნა სირიაში


ისრაელის თავდაცვის მინისტრმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ მისი ქვეყანა შეეცდება „გაანადგუროს ირანის ყოველგვარი სამხედრო ყოფნა სირიაში". სირიაში ირანის სამხედროები უკვე შვიდი წელიწადია ჩართული არიან თეირანის მოკავშირის, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მხარდასაჭერ ოპერაციაში. თავდაცვის მინისტრმა, ავიგდორ ლიბერმანმა, „რადიო თავისუფლების“ ირანულ სამსახურს და ტელეპროექტ „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ 4 სექტემბერს, თელ-ავივში განუცხადა, რომ ისრაელს „არ სურს ირანი იხილოს სირიაში, როგორც ისრაელის წინააღმდეგ სამხედრო პლაცდარმი“. ლიბერმანის თანახმად, ისრაელი გაანადგურებს სირიის ტერიტორიაზე ირანის ნებისმიერ საყრდენს, საჰაერო ბაზა იქნება ეს, საზღვაო ან სარაკეტო ობიექტი, თუ შიიტი მებრძოლები, რომლებიც სირიაში ჩაჰყავთ პაკისტანიდან, ერაყიდან და მთელი ახლო აღმოსავლეთიდან“, განაცხადა მინისტრმა. ისრაელი ვარაუდობს, რომ ირანი ლამობს სირიაში მუდმივი სამხედრო საყრდენი პუნქტი შექმნას, რასაც ირანი უარყოფს.

XS
SM
MD
LG