Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ, საფრანგეთი, გერმანია და კანადა ბრიტანეთს მხარში დაუდგნენ „ნოვიჩოკით“ მოწამვლის საქმეში


აშშ-ის, ბრიტანეთის, გერმანიის, კანადის და საფრანგეთის ლიდერებმა გამოხატეს „სრული დარწმუნება“ ბრიტანეთის მთავრობის დასკვნის თაობაზე, რომ „თითქმის დანამდვილებით“ რუსეთის სახელმწიფომ დაამტკიცა თავდასხმა ყოფილ რუს ჯაშუშზე და მის ქალიშვილზე ბრიტანეთის ტერიტორიაზე მაისის თვეში. ერთობლივი განცხადება 6 სექტემბერს გავრცელდა გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის წინ, რომელიც ბრიტანეთაის თხოვნით გაიმართა. ბრიტანეთს სურდა საბჭოსთვის მოეხსენებინა ორი ეჭვმიტანილის დაკავების გამო. ლიდერებმა მოუწოდეს რუსეთს "ნოვიჩოკის" პროგრამის სრული გამჭვირვალობისკენ. ბრიტანეთის უსაფრთხოების მინისტრმა, ბენ უოლასმა 6 სექტემბერს თქვა, რომ მარტში ყოფილი რუსეთის აგენტის და მისი ქალიშვილის ნერვული გაზით მოწამვლაზე საბოლოო ანგარიშით პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს. უოლასმა თქვა, რომ სწორედ პუტინი "აკონტროლებს, აფინანსებს და ხელმძღვანელობს" რუსეთის სამხედრო დაზვერვას, "გრუს", რომელსაც ბრიტანეთი ადანაშაულებს სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში. თავდასხმას ორივე გადაურჩა და გავრცელებული ინფორმაციით ახლა ისინი საიდუმლო ადგილას გადიან მკურნალობას. „ბი-ბი-სი-ს“ კითხვას, არის თუ არა პუტინი პასუხისმგებელი თავდასხმაზე, უოლასმა უპასუხა: "საბოლოო ანგარიშით არის, რადგან ის არის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და მისი მთავრობა აკონტროლებს, აფინანსებს და ხელმძღვანელობს სამხედრო დაზვერვას". უოლასმა დასძინა, არ მგონია ვინმემ შეძლოს თქმა, რომ ბატონი პუტინი თავის სახელმწიფოს ვერ აკონტროლებს და "გრუ", ეჭვგარეშეა, დამოუკიდებლად არ მოქმედებსო. ბრიტანეთის მოქალაქე, დონ სტურჯესი დაიღუპა და მისი პარტნიორი მამაკაცი, ჩარლი როული ავად გახდა საწამლავის ნარჩენებთან შეხების შემდეგ. რუსეთი უარყოფს მოწამვლასთან კავშირს და ამბობს, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG