Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერდოანი შიშობს, რომ ხოცვა-ჟლეტა მოჰყვება სირიაში მდებრე იდლიბის პროვინციაზე თავდასხმას


თეირანი, 2018 წლის 7 სექტემბერი: რუსეთის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტები
თეირანი, 2018 წლის 7 სექტემბერი: რუსეთის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტები

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი რუსეთსა და ირანს აფრთხილებს, რომ ხოცვა-ჟლეტა მოჰყვება სირიის მთავრობის ჯარებისა და მათი მოკავშირეების თავდასხმას იდლიბის პროვინციაზე, რომელიც სირიაში მეამბოხეების ბოლო დასაყრდენია. ერდოანმა ამ საკითხზე ისაუბრა 7 სექტემბერს თეირანში, ირანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ჰასან როჰანისთან და ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე. ხოლო როჰანისა და პუტინის თქმით, სირიის მთავრობას “აქვს უფლება“, კონტროლი აღადგინოს მთელ ქვეყანაზე, იდლიბის ჩათვლით. სამი ლიდერი შეიკრიბა ჩრდილო-დასავლეთ სირიის პროვინციაში შექმნილ ვითარებაზე სასაუბროდ. სამიტის ფონს ქმნის შეშფოთება, რომ სირიის მთავრობის ჯარების სამხედრო ოპერაცია სისხლისღვრას, მრავალრიცხოვან მსხვერპლსა და ჰუმანიტარულ კატასტროფას გამოიწვევს. ერდოანს საჭიროდ მიაჩნია ზავზე შეთანხმება, რაც, მისი აზრით, სამიტზე გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. მაგრამ როჰანის აზრით, სირიაში ბრძოლა უნდა გაგრძელდეს ყველა ექსტრემისტის დამარცხებამდე, ხოლო პუტინის თქმით, პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობას „აქვს უფლება და მოვალეცაა საბოლოოდ კონტროლი დაამყაროს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე“. იდლიბში, რომელიც თურქეთს ესაზღვრება, სამმილიონიანი მოსახლეობაა, იქ იმყოფება აგრეთვე ასადთან მებრძოლი ათიათასობით შეიარაღებული მეამბოხე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG