Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი „ჰუმანიტარულ კატასტროფას“ უწოდებს ვითარებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე


საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ ვითარებას ჰუმანიტარულ კატასტროფას უწოდებს. ომამდე ცხინვალის რეგიონში 120 000 ადამიანი ცხოვრობდა, დღეს კი ეს რიცხვი 20 000-ს შეადგენს, ხოლო აფხაზეთში 500 000-იანი მოსახლეობა 120 000-მდე შემცირდა, - განაცხადა ბახტაძემ 7 სექტემბერს „პროგრესული ალიანსის“ მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ საქართველოს პასუხი ამ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე არის მშვიდობა და განვითარება. მისივე თქმით, საქართველო მტკიცედ ადგას დემოკრატიისა და დიდი ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG