Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოვლინდა ხე-ტყის უკანონოდ ჭრის ფაქტები


2018 წლის აგვისტოში საქართველოში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების 243 ფაქტი გამოვლინდა. მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ყველაზე მეტი კანონდარღვევა კახეთში გამოვლინდა - სულ ხე-ტყის ჭრის 53 შემთხვევა. აჭარის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით 37 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 29, გურიაში - 8, ხოლო რაჭა-ლეჩხუმსა ქვემო სვანეთში - 14, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 32, მცხეთა-მთიანეთში - 5, შიდა ქართლში - 23, ქვემო ქართლის მასშტაბით - 13, ხოლო სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე 29 ფაქტი დაფიქსირდა.

სულ ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 581 კუბური მეტრი ხე-ტყე. საქმის მასალები საგამოძიებო უწყებას გადაეგზავნა.

XS
SM
MD
LG