Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვსა და პეტერბურგში იმართება საპროტესტო აქციები


RUSSIA, Novosibirsk, rally against raising the retirement age
RUSSIA, Novosibirsk, rally against raising the retirement age

მოსკოვსა და პეტერბურგში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებიც მიმართულია საპენსიო ასაკის გაზრდის წინააღმდეგ. აქციები ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის მომხრეების მიერაა ორგანიზებული.

პეტერბურგში, სადაც ქალაქის ადმინისტრაციამ გააუქმა ლენინის მოედანზე მიტინგის გამართვის ნებართვა, პოლიციამ ალყა შემოარტყა აქციის მონაწილეებს. იტყობინებიან ოცამდე ადამიანის დაკავების შესახებ, მათ შორის არის პატარა ბიჭი.

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, საპროტესტო აქციის ასობით მონაწილე შეიკრიბა. პოლიციამ რამდენიმე ადამიანი დააკავა.

XS
SM
MD
LG